00:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 14:55:08, 353 ნახვა

საზოგადოება
100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარაზე მასალები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები  მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარული  კერძები დააგემოვნეს.

"მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეში მილიონობით წვდომა ჰქონდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, 30-ზე მეტი მედიატურის ფარგლებში 100-მდე უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. გარდა მედიატურებისა, აჭარის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით 24-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics