|
2024-09-02 13:00:58, 355 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება
პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც წყალუზრუნველყოფილია "საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა. "პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ახალი პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ. პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განხორციელდება პროექტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად იყოს რეგისტრირებული ან/და მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სახელმწიფოს სახსრებითა და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ,ირიგაციისა და მიწის პროექტის" შემადგენელი ნაწილია. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მსგავსი პროგრამების საშუალებით, შემდგომ წლებშიც მხარდაჭერილი იქნება მოდერნიზებული სარწყავი სისტემების არეალებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლიმატგონივრული მეთოდების გამოყენებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)