|
2024-09-01 18:14:05, 417 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია
"ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია, მაგრამ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი", - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ბეჟაშვილი. ცესკოს მხრიდან საოლქო კომისიებში "ქართული ოცნების" გარემოცვის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა: "ცენტრალური საარცევნო კომისია აგრძელებს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას და 'ქართული ოცნების" სასარგებლოდ ე.წ. დამოუკიდებელი წევრების მიღებას, მაშინ როცა ეს პირები არიან საჯარო მოხელეები და ცხადია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკას გაატარებენ კომისიაში, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი. "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი არის შიშზე დაფუძნებული ნაბიჯი, იმიტომ რომ იციან, არჩევნებს აგებენ და 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ფაქტია, ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს, ამიტომ ერთიანობით, ერთობით, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და საქართველოს მოვუპოვოთ ევროპული მომავალი", - ამბობს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი. შეგახსენებთ, ცესკოსთან გამართული ბრიფინგით გამოეხმაურა ღეს იგივე საკითხს ცესკოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, პროცესი გააკონტროლონ და არ მისცენ ცესკოს მანიპულაციების საშუალება.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)