|
2024-08-31 15:34:58, 501 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს დღეს აირჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ, საბუთები მატერიალური სახით წარმოედგინათ ცესკოში 28-29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. "აღსანიშნავია, რომ კონკურსანტთა უმრავლესობამ ისარგებლა ცესკოს ამ სერვისით და რეგისტრაციისთვის სწორედ ელექტრონული პლატფორმა გამოიყენა. ცესკოს მიერ გამოცხადებულ 219 ვაკანტურ ადგილზე სულ 264 განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან ერთმა კონკურსანტმა ვერ გამოასწორა ხარვეზი და შესაბამისად კონკურსში მონაწილეობას იღებს 263 პირი. 41 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა სულ 3-3 განაცხადი; კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივრეჟიმში გადაცემა. 263 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 135-მა კონკურსანტმა, მათგან 71-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივრეჟიმში გადაცემაზე. კონკურსანტებთან გასაუბრება 30 აგვისტოს დილის 10:30 საათიდან 21:30 საათამდე მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ, კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ამ შესაძლებლობით ცესკოს 13-მა წევრმა ისარგებლა. ასევე, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა, ლაივრეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)