|
2024-08-30 14:37:57, 478 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის გადაჯგუფებაზე - ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება
გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს ავალებენ, რომ ერთმანეთში გაერთიანდნენ. "ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება. შეიძლება დიდი სურვილიც არ აქვთ გაერთიანებისა და გადაჯგუფების, მაგრამ ამას ავალებენ. მაგალითად, გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა. ან თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანება. ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხალხის გაუბედურებაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ხელჩართულ ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. დღეს, ხელიხელგადახვეულები არიან. ხომ წარმოგიდგენიათ რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს, სწორ ანალიზს აკეთებს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)