11:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 13:11:06, 386 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, პუტინი მონღოლეთში პრეზიდენტის, უხნაგიინ ხურელსუხის მოწვევით მიემგზავრება. სადაც ის მონაწილეობას მიიღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც საბჭოთა და მონღოლეთის ძალების იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე გამარჯვებას ეძღვნება.

"მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და მონღოლეთის პრეზიდენტები განიხილავენ რუსეთსა და მონღოლეთს შორის საყოველთაო სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ასევე იმსჯელებენ აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინი ასევე შეხვდება მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics