|
2024-08-30 12:47:47, 494 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ბორელის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ჩახერგილია
ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებითშეგვიძლია. "ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელშიც ის ღიად ამბობს, რომ შემაშფოთებელია საქართველოს ტრაექტორია, რომელიც შორდება ევროკავშირს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიშლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით: ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მოკლე ხანში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბოკუჩავამ ჟოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)