|
2024-08-30 11:20:32, 517 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ
თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ - პასუხი რაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის წამომადგენელს პარლამეტში, ეს იყო - “იმიტომ"!- ეს არის სამწუხარო რეალობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ჰკითხეს. კალაძის თქმით, კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, არ შეიძლება იყოს ცუდი. ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან ევროპულ კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს, წარმოუდგენელია. ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით. თითქოს ამ კანონის მიღებით ჩვენ გავიღვიძებდით რუსეთში და ათასი სისულელე ჟღერდებოდა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველაფერი თქვეს მთავარის გარდა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი",- განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)