|
2024-08-30 11:16:30, 394 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს
ოპოზიციას უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კალაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი არ არსებობს. "შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია. სამწუხაროა ასევე ის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რაც ძალიან მძიმეა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)