23:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 10:27:56, 693 ნახვა

ომი უკრაინაში
ფრანგული გაზეთი - რუსი დაქირავებულები ტოვებენ ბურკინა-ფასოს, მიზეზი უკრაინის შეტევისგან კურსკის დაცვაა

რუსული "სპეცდანიშნულების ბრიგადის" დაქირავებულები, სახელწოდებით "დათვები", ტოვებენ ბურკინა-ფასოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.

გამოცემა ამბობს, რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცების აფრიკიდან წასვლის მიზეზი არის მათი გადაყვანა კურსკში, რათა დაიცვან რეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისგან, რომელიც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს.

"საუბარია ასამდე ადამიანისგან შემდგარ გასამხედროებულ ჯგუფზე, რომელიც მაისში ჩავიდა აფრიკის უაგადუგუს დედაქალაქში, რათა დაეცვა "არაერთი საკვანძო ფიგურა, მათ შორის, სავარაუდოდ, ხუნტას მეთაური, კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე" - ნათქვამია  გამოცემის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics