|
2024-08-29 14:37:41, 485 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდია პარტიაში გაერთიანების მიზეზად ასახელებს იმ მიღებულ გამოცდილებას, რომელიც გახარიას გუნდთან ერთად პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს მიიღო და ამასთან ერთად, აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გიორგი გახარიას გუნდის აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. "ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენ გუნდს, ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს", - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)