|
2024-08-27 19:34:57, 417 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - 29 აპრილს ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, ქვეყნის გარეთ კი ერთგულ პარტნიორებს
29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, "არჩევანია რუსული დაუნდობლობის და ქართული საუკუნოვანი შემწყნარებლობას შორის". "29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა - ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდობას და ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს. ყველას ცალ-ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალეს. მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზაგასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი და მართლაც ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ უსასტიკეს და დაუნდობელ სახეს ამჟღავნებს. არჩევანია მართლაც რუსული დაუნდობლობის და ქართული საუკუნოვანი შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად, საქართველო, მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)