|
2024-08-27 17:50:50, 913 ნახვა
რეგიონი
WizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე სტატიები გამოქვეყნდა
აჭარის სარეკლამო სტატიებს ავიაკომპანიების WizzAir -სა და Air Baltic-ის მილიონობით მგზავრი ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, „ბათუმი - ევროპის ყველა ტურისტული სეზონის მიმართულება“ ამ სათაურით სტატია საბორტო ჟურნალების ზაფხულის გამოცემებში დაიბეჭდა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის,"Wizz" ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. "სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, მთისა და ზღვის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, არქიტექტურა და კულტურა. "ბათუმი ნამდვილი ბუნებრივი საოცრებაა, სადაც შავი ზღვის სუბტროპიკული კლიმატი მაღალი მთების დიდებულ სილამაზეს ხვდება. ზღვისპირა კურორტებისა და მთიანი გარემოს კომბინაცია ბათუმს საინტერესო ადგილად აქცევს ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის,“ წერია სტატიაში. კომპანია ,,WizzAir” ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. რაც შეეხება Air Baltic-ს, ავიაკომპანია 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. „ქვეყნის უნიკალური ანბანი, კულტურა, ტრადიციები, ქართული ცეკვები და მრავალხმიანი სიმღერა მოგზაურებს სთავაზობს იმოგზაურონ ისტორიასა და ტრადიციებში, რომელიც 2000 წელზე მეტს მოიცავს. მიუხედავად იმისა, გაინტერესებთ ისტორია, არქიტექტურა, ბუნება, თუ უბრალოდ დასვენება სანაპიროზე, ბათუმს აქვს რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს ყველა ტიპის მოგზაურს. მისი დინამიური ეკონომიკური ზრდის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის გამო, ბათუმი ასევე გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების მიმართულება," წერია სტატიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საბორტო ჟურნალებში ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)