|
2024-08-26 17:10:30, 371 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ადამიანის უფლებების ინდექსით საქართველოს წარმატებაზე - ეს არის რეალობა, ქვეყანა ვითარდება, განვაგრძობთ წინსვლას
ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა, - ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. კალაძის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით ვითარდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. "ეს არის რეალობა. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესის ტერორი არ ხდება, როგორც წლების განმავლობაში იყო. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ რეალობაზე, გამოწვევები არსებობს, მაგრამ როცა თეთრზე შავს გეუბნებიან, მიუღებელია. მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი როგორ შეიძლება იყოს ცუდი ან არაევროპული. განვაგრძობთ წინსვლას, ხელს შევუწყობთ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამით. ზოგადად, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)