|
2024-08-26 15:29:34, 345 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში ყველაფერი შესაძლებელია“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით აცხადებს. მისივე თქმით, რთული პროცესია, "ქართული ოცნების“ პროგრამატულ პოლიტიკას უკავშირებს. "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა ყველა ქართველის განწყობას და ფიქრს, ვისაც, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა უყვარს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა პროცესებიც მიდის რეგიონში, ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ზუსტად იმისკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება ჩვენც ძმებთან და დებთან - ოსებთან და აფხაზებთან. მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით და დაველოდოთ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)