03:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 16:41:12, 605 ნახვა

საზოგადოება
„სფერო ჰოლდინგმა” ქართველ ოლიმპიელებს, საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადასცა

მორიგი სახალხო ზეიმი შავისღვისპირეთის ულამაზეს კურორტზე “სფერო ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა. კომპანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სპორტსმენები, რომელთაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოაქციეს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

“სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ქართველ-ოლიმპიურ ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს გრიგოლეთში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში” საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადაეცათ. სახელოვანი სპორტსმენები გრიგოლეთს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ.  

სიმბოლური გასაღების გადაცემის შემდეგ, სპორტსმენებმა კომპანიის დამფუძნებელთან აწ უკვე მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი აპარტამენტები დაათვალიერეს. ღონისძიება საზეიმო
ვახშმით გაგრძელდა, გრიგოლეთში მორიგი დაუვიწყარი საღამო შედგა! 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა”  ახლო წარსულში 
საცხოვრებელი აპარტამენტი გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურსაც გადასცა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics