|
2016-02-19 14:03:32, 628 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შესახებ იმსჯელეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის აქტუალურ საკითხებზე ფორუმი გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრის მთავარი თემა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა და გამოწვევები იყო. მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა სამსახურის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ყუშიტაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე გერმანელი ექსპერტი, გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ულრიხ შტელკენსი ესწრებოდნენ. „ფორუმს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი მართავს. ინსტიტუტმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ შეხვედრაში ჩავრთულიყავით, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემურ საკითხებზე პრაქტიკოსებსა და მეცნიერებს შორის მსჯელობა შედგეს. ამ ფორუმის დანიშნულებაა, ვიმსჯელოთ აქტუალურ საკითხებზე და ამაში ჩაერთონ მეცნიერები. გვაქვს სურვილი, რომ მათთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ და საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც არსებობს ამ სფეროში ერთობლივად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვლადიმერ ყუშიტაშვილმა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი მსგავს ფორუმებს რეგულარულად მართავს. ფორუმის მიზანია სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის დიალოგი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)