|
2024-08-23 15:36:48, 452 ნახვა
პოლიტიკა
ქაცარავა - საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ ერთვება
საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტია "ჩვენ" ერთვება, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, დავით ქაცარავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქაცარავას თქმით, "პარტია იმ ადამიანებისგან დაფუძნდ რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან". დავით ქაცარავას თანაგუნდელები არიან პიარ მენეჯერი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიშიკო რამიშვილი, პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი გიგიშა პატარიძე, სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე იქნებიან. "ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ ადამიანების მიერ დაფუძნდა, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის. ეს არის იმ ადამიანების ერთიანობა, რომლებიც აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)