|
2024-08-23 13:43:33, 459 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას
სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორ კრის კუნსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვაშაძის თქმით, სენატში საქართველოსთან მიმართებაში ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. “შევხვდი სენატორ კრის კუნსს, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ახალ ნიშნულზე ავა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციები შემოვა საქართველოში და შეიქმნება ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)