04:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 13:19:54, 358 ნახვა

საზოგადოება
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ინიციატივის - Wilder Park-ის წევრად განიხილება

Wilder Park არის ახალი ინიციატივა, რომელიც  ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის - ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია Rewilding Europe  პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნა - Wilder Park ორიენტირებულია ევროპარკების ქსელში გაერთიანებული დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაზე, ველური ბუნების აღდგენა, დაცვასა და განვითარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.  

 სააგენტოს ცნობით, Wilder Park-ში გაწევრიანებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ.

“ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხების განხილვის მიზნით,  საქართველოს ორგანიზაცია Rewilding Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრენს შეპერსი, ევროპარკების ფედერაციის წარმომადგენელი ბარბარა პაისი და ესპანეთში დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალის მართვის ექსპერტი ჯორდი პალაუ ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან მოხდა ექსპერტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ. შეხვედრის შემდეგ განხორციელდა ვიზიტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ექსპერტები ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს Wilder Park-ის ინიციატივაში გაერთიანების პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია უნიკალური ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკონსერვაციო არეალს წარმოადგენს, რომლის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, 2015 წლიდან, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics