20:43 - 22 Jul, 2026
|
2024-08-22 13:02:10, 342 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 2024 წლის საპარლამენტო არჩვნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციას საბოლოო განაჩენს გამოუტანს
არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან დაჯგუფებული, მათ განაჩენი უკვე გამოუტანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ,- ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის რიგებში გარკვეული გადაჯგუფებების შემდეგ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შანსებზე ჰკითხეს. მისი თქმით, “არჩევნებზე მოსახლეობა რადიკალებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს“. “კარგია, კარგი პროცესები მიდის. გულწრფელად ვამბობ, რომ მოგვენდომებინა, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდით და სრული ლუსტრაცია ხდება ამ რადიკალების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რადიკალებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს“,- განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)