|
2024-08-21 14:39:03, 485 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 26 ოქტომბერს ხალხი აკრძალავს იმ ძალადობას, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის
26 ოქტომბერს ხალხი აკრძალავს იმ ძალადობას, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილს უნდა ესმოდეს რომ ძალა ხალხშია. “თუ ვინმე ვინმეს აკრძალავს, აკრძალავს, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, იქნება ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს. ხალხი აკრძალავს იმ ძალადობას და იმ უსაქმურობასაც, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის. ცხადია ეს ყველაფერი და ეს ფორმა მმართველობის სტილის არის რუსული. ბიძინა ივანიშვილმა სხვა არც იცის და არც უნახავს და არც აინტერესებს, მას ჰგონია, რომ თუ დაჩაგრავს ადამიანებს, აი მაშინ ძალაუფლებას შემოიმტკიცებს,თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ძალა ხალხშია“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)