|
2016-02-19 11:24:22, 598 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეაში სანდრო ნებიერიძის კონცერტი გაიმართა
„თიბისი ბანკი“ ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას აგრძელებს. თიბისი გალერეამ 15 წლის მუსიკოსის, სანდრო ნებიერიძის კონცერტს უმასპინძლა. ახალგაზრდა პიანისტმა ცნობილი კომპოზიტორების სტრავინსკისა და შოპენის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარ ნაწარმოებები - პირველ საფორტეპიანო სონატა და ანსამბლი შეასრულა. სანდრო ნებიერიძემ მუსიკის შესწავლა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. ამჟამად ის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობს პროფესორ ლალი სანიკიძის კლასში. ფორტეპიანოს გარდა სანდრო 9 წლიდან ეუფლება კომპოზიციას, კომპოზიტორ მაკა ვირსალაძესთან. დაწერილი აქვს ბევრი საფორტეპიანო ნაწარმოები, დუეტი ორი როიალისთვის, ანსამბლი „მზის სისტემა" ოთხი ინსტრუმენტისთვის (ფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო და ფლეიტა), საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა და ასე შემდეგ. ის არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია. 2015 წელს სანდრომ მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ფანარტი", სადაც გაიმარჯვა და თიბისი ბანკის რჩეული გახდა. თიბისი ბანკმა მას ფულადი პრემია გადასცა და სოლო კონცერტის ჩასატარებლად გალერეა დაუთმო. „ფანარტის" გამარჯვებული კიდევ ერთ საჩუქარს ნიკოლოზ რაჭველისგან მიიღებს. 2016 წლის გაზაფხულზე სანდრო ნებიერიძე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით თავის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. თიბისი გალერეაში გამართულ კონცერტს სანდროს თაყვანისმცემლები და მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. სანდრო ნებიერიძის კონცერტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალარეა რეგულარულად ეთმობა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე, სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)