|
2024-08-20 11:37:01, 505 ნახვა
ეკონომიკა
„გიპოვის ის, ვინც გეძებს“ - „საქართველოს ბანკმა“ Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო
“საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, “საქართველოს ბანკმა“ შეთავაზებების განახლებული პლატფორმის, Ads მენეჯერის საკომუნიკაციო კამპანია წამოიწყო. “გიპოვის ის, ვინც გეძებს“ კამპანიის სლოგანია და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ თუ როგორ გამოაქვეყნონ შეთავაზებები “საქართველოს ბანკის“ იმ ციფრულ არხებში - მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge, რომელშიც 1 500 000-მდე მომხმარებელი ერთიანდება და ამა თუ იმ სერვისსა თუ პროდუქტზე ფასდაკლებას, ქეშბექს ან პლუს ქულების აქციას ეძებს. ეს არხებია “საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და offers.bog.ge. კამპანიის ფარგლებში, “საქართველოს ბანკის“ გუნდის წევრები როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ შეხვედრებს გამართავენ და ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელს Ads მენეჯერის პრაქტიკულ შესაძლებლობებს გააცნობენ. “უკვე ერთი წელია, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ვქმნით შეთავაზებების ყოვლისმომცველ პლატფორმას, Ads მენეჯერს, რომლის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ, ახალი მომხმარებლები მოიზიდონ, გაყიდვები გაზარდონ და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ. ვამაყობთ, რომ აღნიშნული პლატფორმა რეგიონში უპრეცედენტოა და მისი მეშვეობით ბიზნესებს ეფექტიანი კამპანიების შექმნისა და გაშვების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც მთავარია, შეუძლიათ, კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას მიწვდნენ. “გიპოვის ის, ვინც გეძებს“ ზუსტად ასახავს პლატფორმის არსს, რადგან ერთი მხრივ, არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ კონკრეტული პროდუქტით ან სერვისით სარგებლობა, მეორე მხრივ კი ამ ყველაფრის მიწოდება ბიზნესებს სწორედ Ads მენეჯერით შეუძლიათ. პლატფორმა მუდმივად ახლდება, ემატება ფუნქციონალები, ჩვენ კი არ ვჩერდებით და საინფორმაციო შეხვედრებითა თუ სხვა აქტივობებით მცირე და საშუალო ბიზნესებს მიზნების შესრულებაში ვეხმარებით“,- ამბობს გიორგი კინწურაშვილი “საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი. გაიგეთ მეტი “საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან და შექმენით მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები, ხოლო თუ ჯერ არ ხართ “საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)