|
2024-08-20 11:07:14, 459 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - გვაქვს ყველა შესაძლებლობა, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები
ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის ახალ ხარისხში გადაყვანა საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით. “რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით დემოკრატიული პარტიის კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ვესაუბროთ ამერიკელ ლიდერშიფს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა დააზიანა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც მოუტანს ძალიან დიდ სიკეთეს ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)