|
2024-08-18 16:46:08, 727 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ
პოლიტიკურ გაერთიანებას "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" დღეიდან "რესპუბლიკური პარტია" და "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ. როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ძალა მრავალფეროვნებაშია" "გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, სულ უფრო მეტი თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი ჰყავს "კოალიცია ცვლილებებისთვის" - #4-ს, რომელიც გვჯერა, რომ გახდება მიმდინარე წელს სიმბოლო, რომელიც შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას ერთხელ და სამუდამოდ და საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა არის დიახაც, მრავალფეროვნებაში. მრავალფეროვანია ჩვენი კოალიცია და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი დღეც იქნება ამის დასტური. ჩვენ გვინდა, რომ ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა აისახებოდეს ქართველ ხალხზე",- განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)