|
2024-08-17 18:09:40, 673 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თიკა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება. „პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის პარტიის ყრილობა, სადაც, ერთი მხრივ, მოხდება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა, რომლის კანდიდატურაც პარტიას შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს პლატფორმას, „ერთიანობას“, შემოუერთდება „ევროპული საქართველო“. ერთიანობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ სიტყვა ან საარჩევნო სლოგანი, ეს არის იდეა, რომლისაც გვწამს. გვჯერა, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილებები. მოხარული ვარ, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მსხვილდება, კიდევ უფრო მეტი ძალით, ენერგიით შევა არჩევნებში, რომლითაც, დარწმუნებული, ვარ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას. პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამფუძნებელი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენი მთავარი ელექტორალური ძალა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)