|
2024-08-15 10:52:12, 373 ნახვა
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე - ასე აკეთებენ „ნაცები“ „ფეიკ-ნიუსს“ - ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის, გენახათ, გადამოწმებადია პირადი ნომრით
“ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე “ბიემჯის” სტატიას, სადაც საუბარია, რომ ჩაკვეტაძემ მმართველ პარტიას წლიურ სადეპუტატო ხელფასზე 13.8%-ით მეტი თანხა შესწირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჩაკვეტაძის განცხადებით, პარტიის შემომწირველი რომ სხვა გიორგი ჩაკვეტაძეა, პირადი ნომრით მარტივად გადამოწმებადი იყო, თუმცა “ბიემჯიმ” "ფეიკ-ნიუსი" გაავრცელა. “ასე აკეთებენ "ნაცები" "ფეიკ-ნიუსს". დეკლარაციის შევსება რომ არ გინდათ და ლამის ქვეყანა გადააყოლეთ ეს გავიგეთ. ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის, იქნებ, ეგეც გენახათ. მარტივად გადამოწმებადია პირადი ნომრით. "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და შესაბამისად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს სურვილი პარტიას თავისი დანაზოგი შესწიროს! მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩემი მოსახელე და მოგვარე აღმოჩნდა. "ბიემჯი" ხელფასების დათვლას, პასუხი გაგვეცით, ვისი ბრალია?! ეს ვისი ბრალია?!“ - წერს ჩაკვეტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)