|
2024-08-14 09:05:30, 489 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - სააკაშვილი იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი, თავმჯდომარეობის პასუხისმგებლობაც იმიტომ ავიღე, მჯერა ერთიანობის
პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, "საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა". "ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის. ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება",- წერს ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)