|
2024-08-12 14:00:00, 504 ნახვა
მსოფლიო
მედია - კიევში, ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინეს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ იყო დაორგანიზებული. “საუბარია სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ უნიკალურ აღჭურვილობაზე, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებითაა განლაგებული. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ამ აღჭურვილობის ევაკუაციის თხოვნით სამთო-მომპოვებელი საწარმოების ხელმძღვანელებმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მიმართეს, თუმცა მაღალჩინოსანმა ქრთამი მოითხოვა. გამოძიების ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ სამი პირი. ოთხივე ეჭვმიტანილი კი ამჟამად დაკავებულია“,- განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)