|
2024-08-12 13:42:06, 477 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი, შოლცი და სტარმერი მოუწოდებენ ირანს, ისრაელზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოუწოდეს ირანს და მის მოკავშირეებს, ისრაელზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ. როგორც პრეზიდენტ ემანულ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელზე თავდასხმა "გაამძფრებს დაძაბულობას და ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შანსებს საფრთხეს შეუქმნის". ლიდერები განცხდებაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ "ბრძოლა ახლა უნდა დასრულდეს და ყველა მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებულია "ჰამასის" მიერ, უნდა გათავისუფლდეს". შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო. 30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა. შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)