09:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 23:51:15, 462 ნახვა

საზოგადოება
სფერო ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და„სფერო ინვესტის საპატიო აქციონერს, ლაშა ტალახაძეს საჩუქრად, საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა

მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მძლეოსნობაში, კომპანიის საპატიო აქციონერს, ლაშა ტალახაძეს ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს და საჩუქრად, საცხოვრებელ აპარტამენტს გადასცემს!

აღსანიშნავია, რომ მრავალგზის ჩემპიონს, კორპორაციამ ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად გატანისთვის მიმდინარე წელს “სფერო ინვესტის” აქციები გადასცა.

სამგზის ოქროს მედალოსანს, ამჯერად “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, სასტუმრო კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში“ საცხოვრებელი აპარტამენტი გადაეცემა. კორპორაცია ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა პრემიუმ კლასის აპარტემენტები გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს უკვე გადასცა, ხოლო ოლიმპიურ ჩემპიონი გენო პეტრიაშვილისთვის გრანდიოზული საჩუქრის გადაცემის შესახებ ინფორმაცია “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერზე დაანონსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics