|
2024-08-09 17:55:02, 470 ნახვა
პოლიტიკა
ობოლაძე ივანიშვილზე - ძალიან არაადეკვატურია ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების დაბრუნებაზე
პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს. როგორც ხე გაუხმა ივანიშვილს, ისე შეიძლება გაუხმეს ძალაუფლების ხეც,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემაა, რასაც ივანიშვილი აკეთებს და შეუძლია პრობლემები თავის თავში ეძიოს, პრობლემაა ისიც, როდესაც ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს. “ძალიან არაადეკვატურია ვინმეს დააბრალო ხის გახმობა და ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების დაბრუნებაზე. ძალიან არაადეკვატურია დააბრალო ვინმეს ხეების გახმობა, როდესაც შეიძლება შენ აკეთებდე რაღაცას არასწორად. პრობლემაა, რასაც ივანიშვილი აკეთებს და შეუძლია პრობლემები თავის თავში ეძიოს. პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)