|
2024-08-08 17:47:18, 541 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არაა
აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არაა, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბას თქმით, "რუსეთსა და აფხაზეთს შორის მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობაა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში". „რაც შეეხება ოჩამჩირას პორტს, ჩვენ არ ვსაუბრობთ იქ საზღვაო ბაზის გახსნაზე... თქვენ იცით, რომ მე-7 რუსული სამხედრო ბაზა არის განთავსებული რესპუბლიკაში. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე",- აცხადებს შამბა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)