|
2024-08-08 11:57:41, 487 ნახვა
პოლიტიკა
გაგლოევი - 2008 წლის მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის
თექვსმეტი წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამიდან, როდესაც ქართულმა ჯარებმა ოპერაცია “წმინდა ველი“ დაიწყეს - მათ სურდათ, მთელი სამხრეთ ოსეთი “ღია ველად“ გადაექციათ,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ცხინვალში, "სამხრეთ ოსეთის დამცველთა" მემორიალურ კომპლექსში, ომის 16-წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის დროს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის როლი ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებაში ძალიან დიდია". "ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა! უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: "გმადლობთ, რუსეთო!" ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა. 2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს გმირობისკენ და მხოლოდ წინ წასვლისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას“,- განაცხადა გაგლოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)