|
2024-08-07 17:29:33, 533 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ოკუპაცია დავიწყებული არაა - ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ
ოკუპაცია დავიწყებული არაა! ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, "საქართველო დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას მტკიცედ აღუდგება". "აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მოგონებას ატარებს. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან. ოკუპაცია დავიწყებული არაა! ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას. საქართველო მტკიცედ დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას",- წერს ზურაბიშვილი X-ზე. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ერგნეთში, 2008 წლის აგვისტოს მუზეუმშიც იმყოფებოდა. როგორც ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სოფელი მთლიანად "უცხო აგენტების" ფულითაა აღდგენილი. "ესაა მეხსიერება, რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, ეს არ არის, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, ეს არ არის მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არ შეეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს. არა იმისთვის, რომ რაღაც ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიების დაბრუნება და უფრო სწორედ გაერთიანება მოსახლეობის იქ და აქ, იწყება აქ. იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამაიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვბრობენ. მე მაინტერსებს, როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში, რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ერისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან მაგალითად, მარტივი რამ - ტრანსპორტი დაინიშნოს. ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაც ისეთ ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი და კიდევ ერთი რამ, არ შეიძლება რომ არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილი არის "უცხო აგენტების" ფულით, მადლობა მათ",- განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)