|
2024-08-06 13:38:42, 473 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მინდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, „ქართული ქარტიის“ მიმართ უპირობო მხარდაჭერა და ერთგულება გამოვხატო
"კოალიცია ცვლილებისთვის" სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება "ქართული ქარტიის" მიმართ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ქარტიის შინაარსი "ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას", რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება იმყოფება. "პირველი, რაც მინდა ვთქვა, ნდობა და სიტყვის ერთგულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ზოგადად, სამართლიანი, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვის ერთგულები. გარდა ამისა, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც იმყოფება ქართული საზოგადოება და მათ შორის, პოლიტიკური სპექტრი. და ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უყურებთ. პირველი, ქარტია შეგვიყვანს ჩვენ ევროპაში, დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხვდის იმ მშვიდობის და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველი იმსახურებს. მეორე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ქარტიაში აღნიშნული ხელისუფლების ფორმირების პრინციპს, ეს არის არაპარტიული პრემიერ-მინისტრი, დროებითი, კონკრეტული მანდატით და ამოცანებით, ევროპასთან შეთანხმებული, მათ შორის, შეზღუდული დროებითი მმართველობა და ეს არის ძალაუფლების კონტროლი, მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან. შემდეგი, ეს არის სამართლიანი არჩევანი, რომლის მომზადებაც იქნება მთავარი ამოცანა ჩვენი კოალიციური მმართველობის და რომელიც დაუბრუნებს ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. და ბოლოს, ეს არის რუსული კანონის, ყველა იმ რუსული კანონის და რუსული რეპრესიული ინსტიტუტის, ინსტრუმენტების გაუქმება, რომელიც ჩამოაყალიბა "ქართულმა ოცნებამ". სწორედ ამ პრინციპული პოზიციების და შინაარსის გამო, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ არა თუ ვაპირებთ დავემორჩილოთ, არამედ ეს არის ჩვენი განმსაზღვრელი პოლიტიკური გზა და ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან ბევრი კონკრეტული ინიციატივა სრულიად კამპანიის განმავლობაში",- განაცხადა ხოშტარიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)