|
2024-08-04 13:42:06, 487 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - სააკაშვილის ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ივანიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნების ძალიან ეშინია
უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლითაც პატიმრობამისჯილ ადამიანს შეეფარდა დამატებითი წინასწარი პატიმრობა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი დაამარცხებს მას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს". "მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც განპირობებულია ივანიშვილის პირადი შიშით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, გამოიტანა სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც პატიმრობამისჯილ ადამიანს შეუფარდა დამატებით წინასწარი პატიმრობა. ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი არ არსებობს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში. არ არის არცერთი პატიმარი პენიტენციურ სისტემაში, რომელსაც მისჯილი აქვს და დამატებით ასევე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია, ივანიშვილს ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, 26 ოქტომბრის მოახლებული არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი ერთის მხრივ, დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რაც გაათავისუფლებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და მეორეს მხრივ, აუცილებლად ხმას მისცემს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ოჯახისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა - ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ, ერთიანობით იმარჯვებს ქართველი ხალხი",- განაცხადა ბოკუჩავამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)