19:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 11:15:05, 417 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისმა მიიღო დელეგატთა საჭირო ხმები, რათა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა, რათა გამხდარიყო დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი. ამის შესახებ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის (პარტიის მმართველი ორგანო) თავმჯდომარემ ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა.

ჰარისის კანდიდატურის კენჭისყრა ხუთშაბათს, 1 აგვისტოს დაიწყო, ჰარისის სახელი იყო ერთადერთი სახელი ბიულეტენში. კენჭისყრა ჩატარდა ონლაინ და მასში დაახლოებით 4700 დელეგატი მონაწილეობდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ჰარისის კანდიდატურას მხარი 3923 დელეგატმა დაუჭირა. ამგვარად, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ნომინაციისთვის საჭირო 300 ხელმოწერა. პროცედურის მიხედვით, კენჭისყრა მომავალ კვირას დაიხურება, რის შემდეგაც ჰარისი ოფიციალურად მიიღებს ნომინაციას და შეძლებს დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატი.

ჰარისმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო მიმდინარე წლის ივლისში მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეთიშა არჩევნებს. მან მხარი დაუჭირა ჰარისის კანდიდატურას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics