|
2024-08-03 10:35:02, 524 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - 95 მილიონიანი დახმარების შეჩერება მხოლოდ ფინანსური საკითხი არ არის, მას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ჩვენზე ნეგატიურად აისახება
მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანითა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით,- ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოელი დღე მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას ნიშნავს საქართველოდან. “95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე. მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს, ცოდნის ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით, რაც არათუ ახალი ინვესტოციის მოზიდვას უშლის ხელს, არამედ უკვე არსებულის გასვლას გამოიწვევს, ეს კი შეამცირებს სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან“,- განაცხადა ვაშაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)