|
2024-08-02 21:35:55, 464 ნახვა
მსოფლიო
ილია იაშინი - გაცვლის წინააღმდეგი ვიყავი, პუტინის რეჟიმმა ქვეყნიდან უკანონოდ გამომაგდო
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია იაშინმა განაცხადა, რომ გაცვლა მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მისი თქმით, პუტინის რეჟიმმა იგი ქვეყნიდან გააგდო. - ამის შესახებ იაშინმა გერმანიაში ბონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან კოლონიის ხელმძღვანელი მივიდა და შეწყალების შუამდგომლობის დაწერა შესთავაზა. „მე საჯაროდ ვთხოვე, რომ არ ვყოფილიყავი გაცვლით სიაში. ეს იყო ჩემი მკაფიო, გულწრფელი და შეგნებული პოზიცია. მე უარი ვთქვი დაპატიმრების მუქარის ქვეშ რუსეთის დატოვებაზე, მე მესმოდა ჩემი როგორც რუსი პოლიტიკოსი, პატრიოტი და მოქალაქე. თუნდაც ციხეში, მაგრამ რუსეთში“, - თქვა მან. იაშინმა დაწერა წერილობითი განცხადება გაცვლაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. თუმცა, FSB-ის ოფიცრებმა მას განუცხადეს, რომ გაცვლაზე უარის თქმა და რუსეთში დაბრუნება გზას გაუკეტავს პოლიტპატიმრების შემდგომ შესაძლო გაცვლას, დასძინა იაშინმა. „მე არასოდეს შევეგუები ემიგრანტის როლს. ჩემი მიზანია რუსეთში დაბრუნება. მე ვარ რუსეთის მოქალაქე, რუსი პოლიტიკოსი, რუსი პატრიოტი. ჩემი მიზანი თავისუფალი და ბედნიერი რუსეთია. მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება სამშობლოს დაბრუნებისკენ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. იაშინმა თქვა, რომ მას „გააგებინეს“, რომ თუ ის რუსეთში დაბრუნდება, მაშინ სხვა პოლიტიკური პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა შეუძლებელი იქნება.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)