|
2024-08-02 17:17:59, 549 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილს - პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვეს პოლიტპატიმრები, სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე
მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს - ყველა რეკორდი მოხსენი უკვე შენ. გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვეს ბოლო პოლიტპატიმრები, სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი პატიმრობის ყოველი დღე "ჯოჯოხეთია". "თქვენ შეგიძლიათ, უსასრულოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდეს... ხალხი, რომელიც ყვირის - ან ომი, ან მონობა, გვიმზადებს ომსაც და მონობასაც. ეს არის ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსების განცდა არ აქვს... ასევე, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხალხის ქვეყნიდან გადინებაზე, ჩემს დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. იყო ემოცია, რომ საქართველოს აქვს მომავალი. ახლა პრაქტიკულად ყველა რეკორდი მოხსნა საქართველომ... მე, რომელსაც მაქვს ამხელა საერთაშორისო ავტორიტეტი, ამხელა საერთაშორისო კონტაქტები, რომელიც ახლა, როგორც ჰაერი, სჭირდება საქართველოს, მანადგურებენ და მსპობენ, იმიტომ, რომ ყოველი დღე ჩემი პატიმრობის, კლინიკაში იქნება თუ ციხეში, არის ჯოჯოხეთი",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)