02:40 - 05 Jul, 2026
|
2016-02-18 12:16:45, 710 ნახვა
სამართალი
ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი წინასწარი დაკავების საკანშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 1-დან 3 წლამდე. ცნობისთვის, 4 წლის ბავშვს ორივე ფეხზე, ყურებსა და საფეთქელზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)