|
2024-08-01 12:12:18, 501 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება
რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „წლიდან წლამდე ვითარდება ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა და ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან დიდია". „სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ახალი ვენახების კადასტრი, წლიდან წლამდე უმჯობესდება ღვინის ხარისხი. ამ წლების განმავლობაში საექსპორტო ბაზრების არეალი ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა და რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ღვინის მოსავალი და შესაბამისად, ასევე ღვინის ექსპორტი. მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს დარგი წლიდან წლამდე განვითარდეს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სამინისტროს",- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 300 ათას ტონას შეადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს ამ მოსავლის სათანადოდ რეალიზაცია. ამისთვის მიმდინარე წელსაც განხორციელდება რთველის სუბსიდირება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება. სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა, ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის სუბსიდიის ამოცანა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)