|
2024-07-31 10:50:50, 448 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი - საქართველომ აირჩია გზა, რომელიც არ არის სწორი და მართალი - იმედი მაქვს, ეს სიტუაცია გამოსწორდება
ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ აირჩია გზა, რომელიც არ არის სწორი და მართალი. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "სანქციებს არა მხოლოდ იმათზე დააწესებენ, ვინც კორუფციით სარგებლობს, არამედ იმათზე, ვინც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას". “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მართველი პარტია უარს ამბობს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამან აიძულა მთავრობა, რომ ჩაედოთ ეს პუნქტი კონსტიტუციაში. ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ითხოვს გაერთიანებას იმ ორგანიზაციებში, რომელშიც ჩვენ ვართ გაერთიანებული. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ამ ორგანიზაციების წესები. ამის პირველი მაჩვენებელი კი, სამართლიანი არჩევნები იქნება. “უცხოური გავლენის შესახებ" კანონი, შესაძლოა, ყოფილიყო ანალოგიური ევროკავშირის კანონისა და არა "რუსული კანონის". ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა იყოს შეჩერებული. ახლა კი, ძალიან საეჭვოდ ჩინურ კომპანიას გადაეცა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო, შესაძლოა, ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ზოგადი, შავი ზღვის უსაფრთხოების თეორიისა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ აირჩია გზა, რომელიც არ არის სწორი და მართალი. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება. ჩვენ ვიცით, რომ გადაიდო სამხედრო წვრთნები ამერიკელებსა და ქართველებს შორის და ჩვენ ასევე ბევრი სათქმელი გვექნება. ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანება შეჩერებულია. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ საშუალებას და შესაძლებლობას, რომ დავაწესოთ სანქციები არა მხოლოდ იმათზე, ვინც სარგებლობს კორუფციით, არამედ იმათზე, ვინც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ ასევე დავაწესეთ შეზღუდვები შეერთებულ შტატებში შესვლაზე, ანუ სავიზო შეზღუდვები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობისთვის გზა ამის გამოსწორებისთვის არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება“,- ამბობს ობრაიენი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)