|
2024-07-26 10:20:05, 371 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაზრდილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის საკითხები ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს, რაოდენობასთან ერთად, ხორბლის ხარისხიც მაღალია. „სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც აღებული, ასევე რეალიზებული მოსავლის შესახებ. წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია. დღეის მდგომარეობით, კახეთში ხორბლის მოსავლის აღება სრულდება და პროცესი უკვე სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ხორბლის მოსავლის აღების პროცესის მართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილმა ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბმა პროცესის ორგანიზებულად წარმართვა და ფერმერებისთვის პროცედურების გამარტივება უზრუნველყო. შეხვედრაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაზე ისაუბრა. „გასულ წლებთან შედარებით, წელს სიტუაცია უკეთესია. ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლებიც და შესაბამისად, მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი გვექნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პურ-პროდუქტების მიმართულებით, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ხორბლის მწარმოებელი ფერმერები, წისქვილკომბინატების და ხორბლის მოსავლის დაბინავების საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში ჩართული შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)