15:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 15:04:06, 526 ნახვა

საზოგადოება
„TV მონიტორინგი“ - დიდუბის ავტოსადგურში ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

"TV მონიტორინგის" ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდასხმა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა.

"გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაშუქების გამო, "TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექა პირველს დაზიენებები თავისა და სხეული სხვადასხვა არსეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებული მასალა "TV მონიტორინგის" ეთერში,  23 ივლისს გავიდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics