|
2024-07-24 13:05:34, 379 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია „ნორჩი ნაციონალი“ - მოროზოვის მორალურ ღირებულებებს ეფუძნება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - სერიოზული არ არის ეს გაერთიანება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ეს გაერთიანება სერიოზული არ არის, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ისინი იყვნენ „ნორჩი ნაციონალები". „გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია „ნორჩი ნაციონალი", სადაც ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გააერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ, არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა - ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, „ნაცმოძრაობის" კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური „ნაცმოძრაობა". წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ „ნორჩი ნაციონალები". ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)