|
2024-07-24 11:45:12, 500 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მამულაშვილი - „ქართული ლეგიონის“ 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა The Insider-ს განუცხადა, რომ საქართველოში ლეგიონის 300-მდე წევრი იძებნება. მამულაშვილის თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. “მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ასეთი განვითარება, (უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა) მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენზე (“ქართული ლეგიონის“ მებრძოლებზე) ძებნა გამოაცხადა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს, წასულიყვნენ. მათ უთხრეს: “აქ ბევრი რუსი არის, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ, წახვიდეთ”. არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილი რუსეთში იყოს ექსტრადირებული, მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად გავამყარებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა“,- აღნიშნა მამულაშვილმა, რომლის თქმითაც, ნადიმ ხმალაძეს და ლაშა ჭიღლაძეს - პირებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა, არ იცნობს. შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)