00:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 09:32:50, 520 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი - ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებებისთვის მოემზადეთ მიუხედავად იმისა, ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობაში ცვლილებებისთვის მოემზადონ იმის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნოემბერში ვინ გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

სიკორსკი გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას სჯერა, შეერთებული შტატები ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება.

მისი თქმით, "ევროპულ ქვეყნებს სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ აიღონ მეტი პასუხისმგებლობა თავიანთ კოლექტიურ თავდაცვაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ფოკუსირებას აზიაზე გააგრძელებს".

"ჩვენი საქმეა, ავუხსნათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ვიდრე რუსეთის საფრთხეს ვიგრძნობთ, ვერ შევძლებთ აზიაში სრულ ჩართულობას“,- თქვა  სიკორსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics